„მთელმა საქართველომ უფრო მეტად გავაგონოთ ხმა ლავროვს, რას ვფიქრობთ რუსეთზე და ოკუპაციაზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ფაქტია, რომ მინისტრი ზალკალიანი ვერ გამოდგა საქართველოს წარმომადგენლად ლავროვთან მოლაპარაკებებზე, რადგან, სხვა რომ არაფერი, ბოლო შეხვედრის შემდეგ, დაგვცინეს კიდეც.
„ამიტომ ზალკალიანმა რა უნდა დააჯეროს ლავროვს არ ვიცი, მაგრამ იქნებ მთელმა საქართველომ და ჩვენმა მოსახლეობამ უფრო მეტად გავაგონოთ ხმა ლავროვს, რას ვფიქრობთ რუსეთზე და რუსეთის ოკუპაციაზე ზოგადად.
ვაჩვენოთ ღირსება და რეალური ხმა, ისევე როგორც გავრილოვთან მიმართებაში“, -
განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.