საქართველოში ისრაელის ელჩად რან გიდორი დაინიშნა

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა რან გიდორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და განიხილეს შემდგომი პარტნიორობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა კავშირების მეტად გაღრმავების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.

„ელჩმა აღნიშნა, რომ თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა