ავღანეთსა და პაკისტანში უამინდობის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათის მანძილზე, ავღანეთსა და პანკისტანში დიდთოვლობასა და წვიმებს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, გარკვეულ რეგიონებში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანში უამინდობის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ბალოჩისტანის პროვინციაში.

დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზები, რაც მოსახლეობას ხელს უშლის რეგიონი დატოვოს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების გაწმენდა.

რაც შეეხება ავღანეთს, დადასტურებული ცნობებით, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მედიის ცნობით, დედაქალაქ ქაბულში, ტემპერატურა მინუს 15 გრადუსს აღწევს, რაც სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა