„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისის „დინამომ“ ლეგენდების ტურნირზე იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით თბილისის „დინამომ“ ლეგენდების ტურნირზე იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბერლინში დასრულდა ლეგენდების ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდმა და აღნიშნული ტურნირის ვიცე ჩემპიონიც გახდა.

„ვითიბი ბანკის“ მხადაჭერით, თბილისის „დინამომ“ წარმატებით იასპარეზა და ჩატარებული 5 მატჩიდან 3 მოგებით დაასრულა. ტურნირის ბომბარდირად და საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრე იაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლია. ტურნირის საუკეთესო მეკარეებად კი ორგანიზატორებმა „დინამოელი“ გიორგი ლომაია და „ბორუსიას“ გოლკიპერი რომან ვაიდენფელერი აღიარეს.

ლეგენდების ტურნირზე, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში: კახა კალაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, გიორგი ლომაიამ და სხვა ფეხბურთელებმა იასპარეზეს“, - აღნიშნულია „ვითიბი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა