ელენე ხოშტარიამ სასამართლო დარბაზი, სადაც 31 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა

“ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ 31 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დატოვა. აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ჩვენებას მოყვა, რომელიც ჰყვებოდა, თუ როგორ მოხდა ერთ-ერთი პირის დაკავება, რაზეც ელენე ხოშტარიას უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და სამართალდამცავს მოუწოდებდა სიმართლე ეთქვა.

“ნერვები მეშლება, არ გრცხვენიათ? იქ ვიყავი, რეებს ლაპარაკობთ? იმის იმედი მაქვს, იქნებ მოსამართლე მაინც გამოდგეს ნორმალური”,- მიმართა ელენე ხოშტარიამ შს წარმომადგენელს.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს სამართალდამცავებმა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო