ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალმა უფროსმა პირველი სამუშაო დღე თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალმა უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა, ბიუროში პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიუროდან აცნობეს, შეხვედრაზე საექსპერტო მიმართულებების მიხედვით, დეპარტამენტების უფროსებმა დეტალურად ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ.

ცნობისთვის, ბიუროს უფროსად ლერი ბარნაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით 2020 წლის 10 იანვარს დაინიშნა.

2015 წლიდან დღემდე ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის 2013 – 2015 წლებში - აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა