პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, პერვეზ მუშარაფის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო.

ცნობისთვის, დეკემბერში, პაკისტანში სპეციალურმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს და სამხედრო ლიდერს, პერვეზ მუშარაფს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. თავად ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას „პირადი ანგარიშსწორება“ უწოდა.

მუშარაფის სასამართლო პროცესი 2014 წელს დაიწყო. მუშარაფი 1999 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად სახელმწიფოს სათავეში მოვიდა და პაკისტანის პრეზიდენტი 2001-2008 წლებში იყო.

რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, რაშიც მას ადანაშაულებენ, 2007 წელს მან, მედიის ცნობით, მმართველობის გახანგრძლივების მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც სასამართლომ უკანონოდ ცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა