"თეგეტა მოტორსი" საავტომობილო პროდუქციის პირველი ონლაინ მაღაზიას ქმნის

"თეგეტა მოტორსი" საავტომობილო პროდუქციის პირველ ონლაინ მაღაზიას ქმნის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "თეგეტა მოტორსიდან" აცნობეს, "თეგეტას" ონლაინ მაღაზიის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება კომპანიის მაღაზიათა ქსელში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი შეიძინოს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად shop.tegetamotors.ge-ზე და მიიღოს შენაძენი სახლში ან გაიტანოს კომპანიის ცენტრალური ფილიალიდან.

„"თეგეტა მოტორსი" წარმოგიდგენთ მორიგ ინოვაციურ პროექტს, საქართველოში პირველ ელექტრონული კომერციის პლატფორმას საავტომობილო სფეროში shop.tegetamotors.ge, რომელიც წარმოადგენს საავტომობილო პროდუქტებისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიას.

გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, საავტომობილო სფეროშიც შესაძლებელია უამრავი სიახლის შეტანა, აქედან გამომდინარე "თეგეტა მოტორსი" მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის მუდმივად ნერგავს სხვადასხვა სიახლეებს.

ამ ეტაპზე, პროდუქციის მიწოდება ხორციელდება თბილისის მასშტაბით. შენაძენის გატანა ხდება ცენტრალური ფილიალიდან, შესყიდვის განხორციელებიდან მეორე სამუშაო დღეს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს