„ლელო საქართველოსთვის“ BBC-ს რუსული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაუშვებლად მიიჩნევს, რომ BBC-ს რუსული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც სუვერენული ერთეული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანებიდან „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს.

„ 13 იანვარს გავრცელებულ სიახლეში აფხაზეთის კრიზისის შეფასებისას გამოყენებულია შემდეგი სიტყვები: „აფხაზეთის პრეზიდენტი“ და „აფხაზეთის პარლამენტი“, რაც წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი საზღვრების უგულებელყოფას, საქართველოს სუვერენიტეტის და ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფას.

კატეგორიულად მიუღებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო სამინისტროს ჯერაც არ ჰქონია რეაქცია. BBC-ს რუსეთის სამსახურს მოვუწოდებთ, დაუყონებლივ ჩაასწოროს მცდარი ინფორმაცია და მოიხადოს ბოდიში საქართველოს სუვერენიტეტის ხელმყოფი ინფორმაციის გავრცელების გამო.

„ლელო საქართველომ“ ამის თაობაზე უკვე გაუგზავნა საპროტეტსო ნოტა BBC-ს რუსულ სამსახურს”, - აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა