გიგა ბოკერია საპროკურორო საბჭოზე  - ეს მასკარადია, რაც გააკეთეს - დეკორაცია

ეს მასკარადი, რაც გააკეთეს, ვითომ ფორმალობები რომ შექმნეს, თითქოს საბჭოა, არის დეკორაცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს კურირებს.

ბოკერიას თქმით, ქვეყნისთვის ამ ყველაფრის რეფორმირებაა საჭირო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „ამ ქვეყნიდან ჩამოაშორებენ“.

„ეს მასკარადი, რაც გააკეთეს, ვითომ ფორმალობები რომ შექმნეს, თითქოს საბჭოა - არის დეკორაცია, ივანიშვილს პროკურატურა, სუს-ი და ყველაფერი ისე აქვს გაკეთებული, რომ საკუთარ უმრავლესობას, საკუთარ მთავრობას არ ენდობა და პერსონალურ კონტროლზე აქვს, დანარჩენი ყველაფერი არის მესამე ხარისხოვანი. ამ ყველაფრის სერიოზული რეფორმირება არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის მას შემდეგ, რაც ივანიშვილს და მის სახელისუფლებო ლიდერებს ჩამოვაშორებთ ამ ქვეყნიდან“,-აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან 2019 წლის 17 დეკემბრიდან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა