არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციის ძალადობრივ ფორმებში გადასვლა და ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, ხელისუფლების დესტაბილიზაციის მიზნით იყო მოწყობილი

თვეების განმავლობაში ოპოზიციის ეს ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი შეტევა, თითქოს ამას არ ჰქონდა დესტაბილიზაციის მიზანი, მაგრამ გუშინ მათმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ 20 ივნისის საღამოს განვითარებული მოვლენების მიზანი ნამდვილად იყო დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი დაწყებულ გამოძიებაზე, რომელშიც საქმე ძალადობრივი შეტევის კუთხით არის აღძრული.

„მე მოვისმინე ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ეს ინტერვიუ და რამდენიმე მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც ვფიქრობ შემაშფოთებელია ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 20 ივნისს საღამოს საპროტესტო აქციის ძალადობრივ ფორმებში გადასვლა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო ხელისუფლების დესტაბილიზაციის მიზნით მოწყობილი, მან პრაქტიკულად თქვა, რომ ცოტაც დააკლდათ დესტაბილიზაციის დამხობით დასასრულებლად. ამით ექს-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 ივნისის საღამოს მომხდარი მოვლენები რეალურად ატარებდა ძალადობრივ ხასიათს, ეს იყო შეტევა პარლამენტზე და არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო თავისი ქვეყნის პარლამენტზე შეტევას, რა თქმა უნდა, არ მოითმენდა. თვეების განმავლობაში, ოპოზიციის ეს ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი შეტევა, თითქოს ამას არ ჰქონდა დესტაბილიზაციის მიზანი, მაგრამ გუშინ მათმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მიზანი 20 ივნისის საღამოს განვითარებული მოვლენების ნამდვილად იყო დესტაბილიზაცია. სამართლებრივ რეაგირებას ამ საკითხზე წყვეტენ შესაბამისი ინსტიტუტები, ამას არ წყვეტენ პოლიტიკოსები შსს-მ უკვე გააკეთა ამ საქმეზე კომენტარი და ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ, ეს არის ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი დაწყებულ გამოძიებაზე, სადაც აღძრულია საქმე იმ მიმართულებით, რომ ადამიანები აორგანიზებდნენ ძალადობრივ შეტევას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში 20 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. "ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან