არჩილ თალაკვაძე - ეუთო-ს ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციამ  პროცესები არა მოსამართლეთა შესარჩევად,  არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა

უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში ჩვენ, რა თქმა უნდა, წინ ვართ და მომავალში ეს პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ეუთო/ოდირ-ს დასკვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კიდევ ერთი, რასაც ეუთო-ს ანგარიში უსვამს ხაზს, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პროცესის პოლიტიზირების მცდელობაა.

„ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და დასკვნები საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეების შესარჩევად შექმნა ახალი კანონმდებლობა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ამ სფეროში. ეუთო-ს ანგარიშში არის საუბარი ამაზეც, რომ ამ კუთხით საქართველომ გადადგა პროგრესული ნაბიჯები. ასევე წერია, რომ პროცესი იყო ღია და მთელ საზოგადოებას ჰქონდა საშუალება შერჩევის პროცესისთვის ედევნებინა თვალი და კიდევ ერთი, რასაც ეუთო-ს ანგარიში უსვამს ხაზს ეს არის პროცესის პოლიტიზირების მცდელობა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, რომ ოპოზიციამ ეს პროცესები არა შესარჩევად, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული ნაწილები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, არის შენიშვნები, რომლებსაც არანაირი საფუძველი და მნიშვნელობა არ გააჩნდა შერჩევის პროცესში, მაგრამ საბოლოო შედეგი არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებმა გვირჩიეს, შეგვერჩია იმდენი მოსამართლე, რომ უზენაეს სასამართლოში ადგილების ნახევარი დარჩენილიყო შემდეგი პარლამენტისთვის, ეს ასე არის. გვირჩიეს, რომ შეგვერჩია 10 ახალი მოსამართლე და რეალურად გვყავს 12, ანუ მხოლოდ 2 - ით მეტი შეარჩია პარლამენტმა. შესაბამისად, დღეს უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში ჩვენ, რა თქმა უნდა, წინ ვართ და მომავალში ეს პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა