კორი ბუკერი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

"დემოკრატიული პარტიის" ერთ-ერთი კანდიდატი კორი ბუკერი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ბუკერიმ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი დაბალი რეიტინგის გამო, საკუთარი სურვილით თქვა. ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მას მოსახლეობის მხოლოდ 2% უჭერდა მხარს.

აღსანიშნავია, რომ 50 წლის კორი ბუკერი ამჟამად ნიუ-ჯერსის სენატორია. 2006-დან 2013 წლამდე ის ქალაქ ნიუარკის მერი იყო. ბუკერის გამოთიშვის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად 12 კანდიდატი გააგრძელებს ბრძოლას.

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნომბერს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა