სალომე ზურაბიშვილი - რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ ერთმანეთის სიყვარულით - მაინც უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე გასაყოფი

რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ ერთმანეთის სიყვარულით - მაინც უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე გასაყოფი,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გურიაში მედიასთან განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კალანდობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ.

„პირველ რიგში, ყველას მოგილოცავთ, თქვენ აქ მყოფს, იმ საზოგადოებას, რომელიც აქ არის შეკრებილი, ყველას გილოცავთ დღევანდელ კალანდობას. ეს არის არაჩვეულებრივი დღესასწაული, რომელიც ჩვენ ტრადიციებში არის შენარჩუნებული და ამდენად არის ძალიან ძლიერი და ბევრის მომტანი. მინდა ყველას გისურვოთ მშვიდობა, მშვიდი წელი იყოს. ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯაჯგუნოთ, ვიყოთ ერთიანი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულით, რადგან ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოდის. ძალიან ბევრი გავიარეთ, ძალიან ბევრს გავივლით, მაგრამ ვერ გავივლით, თუ არ გვექნება შიგნით, ჩვენში განცდა, რომ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა განსხვავება იყოს ერთმანეთისგან, ჩვენ მაინც გვაქვს უფრო მეტი საერთო, ვიდრე გასაყოფი. ამას გთხოვთ თქვენც, ჟურნალისტებს. იმას კი არ გთხოვთ, რომ არ გამაკრიტიკოთ, მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ერთი, სხვა ერთიანი მიზანი გაგვაჩნია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა, რომ ამაში ერთად ვიყოთ დარწმუნებული“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გურიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს