პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი გაიმართა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე 2020 წლის საახალწლო ღონისძიებების ბოლო, დასკვნითი კონცერტი გაიმართა. კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელი რუსუდან მორჩილაძე იყო და ღონისძიებაში მონაწილეობას იღბდნენ: ლელა წურწუმია, ნინო ქათამაძე, სტეფანე, სოფო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე და დუეტი "ჯორჯია".

კონცერტზე ყველა ნომერი ცოცხლად, ბენდთან ერთად შესრულდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გიორგი ცაბაძის, დავით თორაძის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, რუსუდან მორჩილაძის კომპოზიციები, რომლებიც ქალაქურ ისტორიებს უკავშირდება.

საახალწლო ისტორიები მაყურებელს წამყვანებმა - ბახვა ბრეგვაძემ, მანიკა ასათიანმა და თიკა ფაცაციამ უამბეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა