ქავთარაძის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტში ხანძარია

თბილისში, ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი, სავარაუდოდ, სამშენებლო მასალას წაეკიდა. ადგილზე 10 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს