წყალმომარაგების კომპანია აბაშაში, წყლის სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგების კომპანია აბაშაში წყლის სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია.

ქსელის დაზიანების გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს -მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ მანამ, სანამ წყალმომარაგება სრულად არ აღდგება.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი - 0322 93 -00 -00.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფები ყველა რეგიონიდან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ, რათა წარმოქმნილი პრობლება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო