ქავთარაძის ქუჩაზე დამწვარი სავაჭრო ობიექტის მფლობელის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 400 000 ლარამდე ზარალი  მიიღო

თბილისში, ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი დაახლოებით 400 000 ლარამდეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი დამწვარი მაღაზიის მფლობელმა ნიკა ლოლაძემ განუცხადა.

ნიკა ლოლაძის თქმით, მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. მისივე განცხადებით, მაღაზიაში სამშენებლო მასალებს ყიდდა.

„ჩემი მაღაზია დაიწვა, ერთს გადაედო, მაგრამ ის გადაარჩინეს. დაახლოებით 400 000 ლარის ზარალია. მაღაზია დაზღვეულია. არ ვიცი რამ გამოიწვია ხანძარი, ვერ გეტყვით. მიზანმიმართულად არ მგონია გაჩენილიყო. ხანძარი ჩააქრეს, მაგრამ იქ არაფერი არ არის. ერთი მაღაზია იყო, 160 კვადრატული მეტრის ფართობის“, - განაცხადა ნიკა ლოლაძემ.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო სამაშველოს სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 350-400 კვადრატული მეტრის ფართობი.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალას გაუჩნდა. კერესელიძის თქმით, რამ გამოიწვია ხანძარი უცნობია. კერესელიძის განმარტებით, ოპერატიული მუშაობის შედეგად, ხანძარი სხვა მაღაზიებზე არ გავრცელდა.

„ქავთარაძის 3 ნომერში ხანძარი გაუჩნდა მაღაზიას, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალები. ხანძრის გავრცელების საფრთხე იყო, რადგან გვერდზე, ახლოს სხვა მაღაზიებიც არის და ასევე არის ბენზინგასამართი 2 სადგური. ადგილზე ოპერატიულად მობილიზდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი",- განაცხადა კერესელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს