როიტერსი - ამერიკელები ავიაბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული

ერაყში, სამხედრო ბაზებზე 8 იანვარს განხორციელებულ სარაკეტო თავდსხმამდე დაახლოებით 8 საათით ადრე ამერიკულმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა ალ-ასადის ავიაბაზაზე პერსონალი და იარაღი გამაგრებულ ბუნკერებში გადაიტანეს, - ამის შესახებ „როიტერსს“ ორმა ერაყელმა ოფიცერმა განუცხადა.

მათი ინფორმაციით, შუაღამისთვის ბაზაზე ყველა გამანადგურებელი და ვერტმფრენი გადამალული იყო. ერთ-ერთი ერაყელი ოფიცრის მტკიცებით, ამერიკულმა ჯარმა, სავარაუდოდ, თავდასხმის ზუსტი დროც კი იცოდა.

„მათ ეტყობოდათ, რომ ზუსტად იცოდნენ, ბაზაზე თავდასხმა შუაღამის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, როდესაც ბაზაზე რაკეტები დაეშვა, მათ დაარტყეს ცარიელ ბუნკერებს, საიდანაც ევაკუაცია რამდენიმე საათის განხორციელებული იყო,“- აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, 8 იანვარს ირანმა ერაყში, ირბილისა და ალ-ასადის ავიაბაზებზე, სადაც ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცები იყვნენ განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

სარაკეტო თავდასხმის განხორციელების შემდეგ ზოგიერთი მედია საშუალება ამერიკელ და არაბ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანმა თავდასხმის შესახებ ერაყი გააფრთხილა, ამ უკანასკნელმა კი ინფორმაცია შეერთებულ შტატებს გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა