აშშ-დან 21 საუდის არაბელი კადეტი გააძევეს

ფლორიდაში, პენსაკოლას სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ აშშ-მ ქვეყნიდან 21 საუდის არაბელი კადეტი გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯარისკაცებს 21 წლის ლეიტენანტისთვის დახმარების გაწევაში ბრალი არ ედებათ, თუმცა აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის ინფორმაციით, მათ ჯიჰადისტური მასალა და ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტოები აღმოაჩნდათ.

გენერალური პროკურორის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კადეტების გაყვანის გადაწყვეტილება თავად მიიღო და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას აპირებს.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს საუდის არაბელმა ჯარისკაცმა ფლორიდაში, პენსაკოლას საზღვაო-სამხედრო ძალების ბაზაზე მასობრივი სროლა განახორციელა, რის შედეგადაც 3 მეზღვაური გარდაიცვალა, 8 კი - დაშავდა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელეს.

პენსაკოლას ბაზაზე საავიაციო წვრთნებს უცხოელი სამხედრო ძალები გადიან. 6 დეკემბრის ინციდენტის შემდეგ იქ სხვადასხვა პროგრამაზე 200-მდე საერთაშორისო სტუდენტი ჩაირიცხა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო