თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო სხდომა დღეს, 11:00 საათზე არის ჩანიშნული.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე განცხადებასაც გააკეთებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადება სასამართლოსთან 10:30 საათზე გაკეთდება.

წინა სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკის 3 შემმოწმებელი დაიკითხა, რომლებმაც „თიბისი ბანკში“ შემოწმება 2018 წელს ჩაატარეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს