გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,დღეს 14 იანვარს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 17:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭართალი, მუგუდა, წინა მხარი, უკანა მხარი, სონდა და მიმდებარე სოფლებში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.