„გარდაბნის თბოსადგური 2“ ოპერირებას იწყებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის შემდეგ ოპერირებას იწყებს გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 2“, რომელზეც წარმატებით დასრულდა წინა საექსპლუატაციო ტესტირებისა და გამართვის სამუშაოები.

მისივე განცხადებით, „გარდაბანი 2“ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირების შედეგად ქვეყანა მიიღებს ენერგოგენერაციის თანამედროვე, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეულ ობიექტს, რომელიც წელიწადში 1,3 მლრდ კვტ-სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას უზრუნველყოფს.

გარდაბანში, უკვე არსებული თბოელექტროსადგურების კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებული 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე თბოელექტროსადგურის მშენებლობაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 185 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თბოსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო და ორ წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდა.

ვრცლად ინფორმაცია „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის შესახებ იხილეთ ბმულზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს