დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ ოპონენტებს „უმაქნისი დემოკრატები“ უწოდა და მათი ფოტოშოფში დამუშავებული ფოტო გააზიარა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისა და სენატის უმცირესობის ლიდერის ჩაკ შუმერის ფოტოშოფში დამუშავებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკოსების ტრადიციულ ისლამურ სამოსში არიან გამოწყობილი ირანის დროშის წინ.

იქამდე პრეზიდენტმა ტრამპმა პელოსი და შუმერი ირანის მთავრობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„დემოკრატები და ფეიქ ნიუსები ცდილობენ ტერორისტი სოლეიმანი მშვენიერ ბიჭად აქციონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე გავაკეთე ის, რაც 20 წლის მანძილზე უნდა გაკეთებულიყო. არაფრის მაქნისი დემოკრატები!“-წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ის ირანელ გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის შესახებ ბრძანების გამო გააკრიტიკეს.

იხილეთ ვიდეო: ტრამპმა "ტვიტერში" ოპონენტებს "უმაქნისი დემოკრატები" უწოდა და მათი ფოტოშოფში დამუშავებული ფოტო გააზიარა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო