რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებლებს დღესასწაულებს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულსა და წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღეს ულოცავს და მშვიდობას, ერთობასა და ქვეყნის კეთილდღეობას უსურვებს.

სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი - იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა. ახალ აღთქმაში წინადაცვეთა ნათლობის საიდუმლომ შეცვალა. დღეს მართლმადიდებლები აღნიშნავენ, ასევე, წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს, რომელიც იყო თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი.

ქრიატიანული ეკლესიის დიდი მამა ბასილი კესარიელი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში. არსებობს მოსაზრება, რომ იგი კაპადოკელი ქართველი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა