მამუკა ხაზარაძე - გვინდა საარბიტრაჟო დავა თავიდან ავიცილოთ, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს

გვინდა საარბიტრაჟო დავა ავიცილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ხაზარაძის განცხადებით, მიუხედავად საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების სურვილისა, ისინი ამისთვის მზად არიან.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ყველა ის პირი, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტს ხელი შეუშალა, სერიოზულად აგებს პასუხს.

„გვინდა საარბიტრაჟო დავა ავიცილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და უსაფრთხოების მომავალი. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ძალიან სერიოზულად ვართ მზად და ყველა ის პირი, რომელმაც ამ პროექტს ხელი შეუშალა, ძალიან სერიოზულად აგებს პასუხს. ვიყენებთ ბოლო შანსს პროექტის გადასარჩენად.

არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2-თვიანი პერიოდი. ამხელა კონტრაქტი ასე არ წყდება. ჩვენი იურისტები ამზადებენ შემაგებებელს და მიმდინარეობს იურიდიული პროცესი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა