პროკურატურა „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ადვოკატი კი 5 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს

პროკურატურა „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განუცხადა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ჩაჩხიანის ადვოკატი ია თოდუა აცხადებს, ის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

თოდუას განცხადებითვე, ბიძინა ჩაჩხიანი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

კლუბ „ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა.

ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ", მე-5 ნაწილის „გ", მე-7 ნაწილის „ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა