ქავთარაძის ქუჩაზე დამწვარი სავაჭრო ობიექტის მფლობელი აცხადებს, რომ მაღაზია დაზღვეული ჰქონდა, თუმცა, დაზღვევას წლის ბოლოს ვადა გაუვიდა და არ იცის, აუნაზღაურებენ თუ არა ზარალს

თბილისში, ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტის მფლობელის, ნიკოლოზ ლოლაძის განცხადებით, მას მაღაზია დაზღვეული ჰქონდა, თუმცა, დაზღვევას წლის ბოლოს ვადა გაუვიდა. როგორც ლოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან არ იცის აუნაზღაურებს თუ არა ზარალს სადაზღვევო კომპანია. ადგილზე კომპანიის წარმომადგენლების მისვლას დღეს ელოდებიან.

„არ ვიცი, კონკრეტულად რას გაუჩნდა ცეცხლი, ან რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ზარალს რაც შეეხება, 300-დან 400 ათას ლარამდეა. შენობაში იყო ინვენტარი, კომპიუტერები, ვიდეოთვალი, სიგნალიზაცია, განათება, გაყვანილობა და ა.შ. ჩემ მაღაზიაში იყო სამშენებლო მასალები. ყველაფერი დამწვარია. დაზღვეული გვქონდა, მაგრამ მგონი, ვადა გაუვიდა დაზღვევას წლის ბოლოს და ვეღარ მოვასწარით გადახდა. უკვე ვეკონტაქტეთ სადაზღვევო კომპანიას და ველოდებით წარმომადგენლების მოსვლას. სასაცილო რაღაცას შეგვპირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, შეიძლება 1500 ლარით დაგეხმაროთო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია ყველაზე სწრაფად წუხელვე მოვიდნენ, მაგრამ რას იზამდნენ?! კამერები როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე პერიმეტრზეც იყო, მაგრამ ყველაფერი დამწვარია“, - განაცხადა ნიკოლოზ ლოლაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტში ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 350-400 კვადრატული მეტრის ფართობი. ცეცხლი სამშენებლო მასალას გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება
Fitch-მა ტერაბანკს საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა
სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის კომპანია "არქის" ჯილდო გადაეცა
KTW ჯგუფი გურიაში 14 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს