ლიბიის აჯანყებულმა გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა პუტინისა და ერდოღანის მიერ ინიცირებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა

ლიბიის აჯანყებულმა გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა რუსეთი დატოვა. როგორც „როიტერსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, ჰაფტარმა ტრიპოლთან ცეცლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ლიბიის აღიარებული მთავრობის მეთაურმა ფაიზ ალ-სარაჯმა მოაწერა.

შეგახსენებთ, ლიბია 2014 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ ორ ნაწილადაა გაყოფილი. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს და მას დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი ემხრობიან. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. ჰაფტარის მმართველობას რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ინიცირება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და თურქეთის ლიდერის, რეჯერ ტაიფ ერდოღანის მიერ მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო