პროკურორი - „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანი დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია

კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანი დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ბიძინა ჩაჩხიანი წარსულშიც ნასამართლევია, თუმცა, ეს ოფიციალურად მოხსნილი, ან გაქარწყლებული აქვს. პროკურორის განმარტებით, ამ ფაქტს, როგორც ჩაჩხიანის პიროვნულ მახასიათებელს, ისე გაითვალისწინებს.

ამასთან, ლაშა გამყრელიძის განცხადებით, ბრალდებული მიმალვას აპირებდა, ისე მოხდა მისი დაკავება.

ბრალდების მხარე ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ ია თოდუას განცხადებით, ბიძინა ჩაჩხიანი აღიარებს, რომ მან საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, თუმცა, ადვოკატის თქმითვე, მას არ ჰქონია სხვათა მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიყენების სურვილი.

ამასთან, დაცვის მხარემ ჩაჩხიანის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

კლუბ „ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა.

ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა