„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ჩოხატაურში, დამსახურებული პედაგოგის სულიკო კალანადაძის ოჯახიდან კალანდობას, გურიას და მთელს საქართველოს ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულიკო კალანადაძე ჩოხატაურში პირველ საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგად 62 წლის მანძილზე მუშაობდა.
დავით ბაქრაძემ საქართველოს სიკეთის და იმედის წელი უსურვა.
„კალანდა ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნება გურიაში, ამიტომ მინდა ამ ოჯახიდან პირველ რიგში მივულოცო მთელს გურიას და მასთან ერთად მთელს საქართველოს დღევანდელი დღე. მინდა ვისურვო ბარაქის, ხვავის, მშვიდობის, სიკეთის, იმედის და უკეთესობის ახალი წელი შემოსულიყოს მთელს საქართველოში და თითოეულ ქართულ ოჯახში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.