მორის მაჩალიკაშვილის და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 22 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2 მოწმე დაიკითხა, მესამე კი არ გამოცხადდა, რის გამოც სხდომა გადაიდო.

როგორც ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, უკვე ბევრი პროცესი გადაიდო და ერთი და იგივე ხდება, რეალურად არ არის მოწმე, რომელიც მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს. მისივე თქმით, მორის მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა