საქართველოს ელჩი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან იური ლუიკთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ესტონეთის დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას. განხილული იქნა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები. ელჩმა იური ლუიკს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ესტონეთის აქტიური მხარდაჭერისათვის.

მათივე ინფორმაციით, იური ლუიკმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს