ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის I ხარისხის მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს თეიმურაზ მღებრიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის I ხარისხის მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

„თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად 2018 წლის ბოლოს დაინიშნა. 2019 წლიდან სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში დაბრუნდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„სისტემური განახლების პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ინფრასტრუქტურული რეფორმა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა გადაეცა, რომლებიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდა.

„აქტიურად გრძელდება სოციალური პროექტებიც, რომლების ფარგლებშიც, მიმდინარე წელს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ. ასევე, მოხდება მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა.

თეიმურაზ მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო