ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გენერალური პროკურორი ავირჩიოთ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, იმისთვის, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი შეირჩეს, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნებაა აუცილებელი.

გიგაურის თქმით, მისი ორგანიზაცია აღნიშნულ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

“ვფიქრობთ, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ავირჩიოთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გენერალური პროკურორი. ეს პოლიტიკური ნება, რა თქმა უნდა, უნდა გამოავლინოს “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ დავაკვირდებით მიმდინარე პროცესს”,- განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა