მიხეილ სააკაშვილი - ხალხთან სათითურების თამაში უნდა მორჩეს და საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ ორჯერ და სამჯერ მეტი

ხალხთან სათითურების თამაში უნდა მორჩეს და საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ ორჯერ და სამჯერ მეტი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც პენსიების ზრდის თემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პენსია, გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, 2012 წელს უფრო მეტი იყო.

„დღეს ივანიშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პენსია 220 ლარამდე იზრდება. 220 ლარი არის 76 დოლარი. ამაზე ცოტა მეტი იყო პენსია მაშინდელი კურსით 2012 წელს. ესე იგი 2012 წლის შემდეგ, პენსია არა მხოლოდ არ გაზრდილა, არამედ ფასების გათვალისწინებით, რეალური პენსია ხალხს მკვეთრად შეუმცირდა. ამას ჰქვია არა წინსვლა, არამედ უკუსვლა. ხალხთან სათითურების თამაში უნდა მორჩეს და საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ ორჯერ და სამჯერ მეტი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს