რომან გოცირიძე ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე - ეს არის ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის რეაგირებს სირაქლემის მდგომარეობით

ეს არის ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის რეაგირებს სირაქლემის მდგომარეობით, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. გოცირიძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდნენ, რითაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიიქცევენ.

„გატაცებები და საოკუპაციო ზოლის გადმოწევა არის რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგია, რომ ქვეყანა მუდმივ სტრესში ამყოფოს. ეს არის ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის რეაგირებს სირაქლემის მდგომარეობით, არასდროს არ იღებს ხმას და არ ტეხს განგაშს.

პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდნენ და დადგნენ ე.წ. საზღვართან. ასეთი პოლიტიკური ფიგურების მისვლა საერთაშორისო რეზონანსს იწვევს და ხვალ გამოჩნდება BBC-ში, CNN-ზე და ამერიკის არხებზე. არავის არ უნდა ამ პრობლემების წამოწევა და რუსეთისათვის დისკომფორტის შექმნა. მანამ, ვიდრე ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, ეს პროცესი იქნება მუდმივად განმეორებადი. ეს პროცესი არის საქართველოზე ზემოქმედების აპრობირებული ფორმა, რომელიც გასდით და აკეთებენ. დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჩორჩანას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა