ოთარ კახიძე - გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ, კლუბ "ბასიანთან" მომხდარი დანაშაულის კვალიფიკაციას გადახედოს

გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს კლუბ "ბასიანთან" მომხდარი დანაშაულის კვალიფიკაციას, ვინაიდან გენერალური პროკურატურის მხრიდან მსგავსი დანაშაულების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება კიდევ უფრო ზრდის ასეთი დანაშაულების ჩადენის რისკს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ კლუბ "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

კახიძის თქმით, კლუბ "ბასიანთან" ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, როდესაც ერთმა პირმა მიიტანა გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი და 15-ჯერ ისროლა იქ მყოფი მოქალაქეების მისამართით.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამ მძიმე დანაშაულზე დაიწყო გამოძიება არა იმ კვალიფიკაციით, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, ეს არის მკვლელობის მცდელობა არაერთი პირის მიმართ, არამედ განზრახ მძიმე დაზიანება, რაც არის უფრო მსუბუქი მუხლი და საქართველოს გენერალური პროკურატურა ამით გზავნილს აწვდის საზოგადოებას, რომ ამგვარი უმძიმესი დანაშაულების მიმართ პოლიტიკა არის ლოიალური, რაც არის მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ, "ევროპული საქართველო" მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას, რომ გადახედოს აღნიშნული დანაშაულის კვალიფიკაციას, ვინაიდან ყოველი ასეთი ქმედება, როცა გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება მძიმე დანაშაულის მიმართ არის შემწყნარებლური, კიდევ უფრო ზრდის მსგავსი დანაშაულების ჩადენის რისკს. კიდევ უფრო დაუცველად ამყოფებს საზოგადოებას", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კლუბ „ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა.

ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო