ქეთევან ციხელაშვილი - სამწუხაროდ და საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს უკანონო მოქმედებებს, მათ შორის, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების - ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ინსტალაციების აღმართვის ფაქტს გამოეხმაურა.

ციხელაშვილის განცხადებით, მუშაობა ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება იმ მიზნით, რომ მოხდეს საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო მოქმედებების შეჩერება და აღკვეთა,

„სამწუხაროდ და საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს უკანონო მოქმედებებს, მათ შორის, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა „ცხელი ხაზი“, იცით, თქვენ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გახლავთ, არაერთი ტექნიკური შეხვედრა უშუალოდ ამ მონაკვეთზე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას მიეძღვნა ერგნეთში და ეს მუშაობა ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება იმ მიზნით, რომ მოხდეს ამ უკანონო მოქმედებების შეჩერება, აღკვეთა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ციხელაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ამ უკანონო ქმედებებს აბამს ისეთ ჰუმანიტარულ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ადამიანებისთვის, როგორიც არის გადაადგილების თავისუფლება.

„ახალგორის მიმართულებით გადაადგილების სრული შეზღუდვა ფაქტობრივად თავადვე დაუკავშირეს ჩორჩანაში მათ მიზნებს და სურვილებს, თავის მხრივ, უკანონოს და არალეგიტიმურს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა არის ფაქტობრივად მძევლად აყვანილი. სურთ ამ ფორმით განახორციელონ ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე და ქართულ მხარეზე, რაც არის დაუშვებელი არა მხოლოდ პოლიტიკურად და სამართლებრივად, ადამიანური ნორმებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი და აუცილებელია მიმოსვლის აღდგენა იმისთვის, რომ კიდევ უარესი იქნას თავიდან აცილებული“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა