გიგა ბოკერიას განცხადებით, მოლდოველი ოლიგარქის მაგალითი ყველა იმ ოლიგარქისთვის შესაფერისია, „ვინც ცდილობს ძალაუფლებას ძალადობისა და კორუფციის გზით ჩაეჭიდოს“

თუ ივანიშვილს სურს, რომ ამ გზით წავიდეს, გააგრძელოს ძალადობა, რეპრესიები, ის დაკარგავს ძალაუფლებას, შესაძლოა, დრამატული სცენარით და აქვს მეორე არჩევანი, რომ გონს მოეგოს, შეეგუოს დემოკრატიულ ან მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ არჩევნებში მარცხს და მაშინ მას ექნება შანსი, რომ გადაურჩეს ამ ბედს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოლდოველ მილიარდერ ვლად პლახოტნიუკისთვის სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.

მისი შეფასებით, მოლდოველი ოლიგარქის მაგალითი ყველა იმ ოლიგარქისთვის შესაფერისია, ვინც ცდილობს ძალაუფლებას ძალადობისა და კორუფციის გზით ჩაეჭიდოს.

„ეს მაგალითი, მოლდოველი ოლიგარქის არის, რა თქმა უნდა, რელევანტური ყველა ოლიგარქისთვის, ვინც ცდილობს, რომ ძალაუფლებას ჩაეჭიდოს ძალადობის, კორუფციის გზით და იმედი აქვს, რომ ეს არის გზა მისი ინტერესების მომავალში დასაცავად. სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით - ისინი კარგავენ ძალაუფლებას და შემდეგ, ბუნებრივია, როდესაც ქვეყანას აღარ წარმოადგენენ, აქვთ პოლიტიკურად ტრაგიკული ბედი, რასაც ვხედავთ ამ მოლდოველი ოლიგარქის შემთხვევაში, რომ არსად აღარ ჩაესვლება, სად არის არავინ არ იცის და იმალება. ამიტომ, როგორც ბევრჯერ გვითქვამს, ივანიშვილის ხელშია არჩევანი - თუ მას სურს, რომ ამ გზით წავიდეს, გააგრძელოს ძალადობა, რეპრესიები, საზოგადოებას მიაყენოს შეურაცხყოფა, ის დაკარგავს ძალაუფლებას, შესაძლოა, დრამატული სცენარით და შემდეგ მისი პოლიტიკური ბედიც იქნება დრამატული. აქვს მეორე არჩევანი, რომ გონს მოეგოს, გადადგას ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში ვითარების დამშვიდებას, მერე შეეგუოს დემოკრატიულ ან მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ არჩევნებში მარცხს და მაშინ მას ექნება შანსი, რომ გადაურჩეს ამ ბედს. ეს ორჯერ ორი ოთხია, იმიტომ, რომ თავისუფალ სამყაროს აქვს ეს წესი, რომ ასე ექცევიან იმ ხალხს, ვინც საფრთხეს უქმნის მის ინტერესებს. თავისუფალი სამყაროს, შეერთებული შტატების ინტერესშია ძლიერი და თავისუფალი საქართველო და ყველა, ვინც მას საფრთხეს უქმნის, უპირისპირდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და შემდეგ უკვე თავისუფალი სამყაროსა და მისი ლიდერის პრინციპულ და პრაგმატულ ინტერესებს. ყველას, ვისაც ყური აბია, უნდა გაიგოს, რომ ასეთი მაგალითები გაფრთხილებად უნდა ჩათვალოს“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა მოლდოველ მილიარდერსა და „დემოკრატიული პარტიის" ლიდერს, ვლად პლახოტნიუკს, სანქციები დაუწესა. მის მიმართ მოლდოვაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა