საქართველოს თავდაცვის ძალების ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომარაგება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს გორის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებთან ერთად ისადილა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ნინო ზამბახიძესთან ერთად პირადად გაეცნო ჯარისკაცების კვების ახალ რაციონს და ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომზადებული კერძი დააგემოვნა.

„2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) ხორცით მარაგდება. თავდაცვის მინისტრის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებზე გამახვილდა. ახალი სტანდარტებით, ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის გაუყინავი საქონლის ხორცით მარაგდება. სამინისტროს მიერ იგივე პირობები იქნება მოთხოვნილი ახალ კონსოლიდირებულ ტენდერშიც.

კვებითი პირობების გაუმჯობესების კუთხით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა. 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე გადავიდა, რაც კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას გულისხმობს. კვებითი მომსახურების სტანდარტების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასთან ერთად, განსაკუთრებით გამკაცრდა ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლებაც, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს
„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად
შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა
ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება