თორნიკე შარაშენიძე - როცა დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსეთის ბაზა დგას, რა მნიშვნელობა აქვს გაჭრიან თუ არა ახალ გზას ყაზბეგზე?!

დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული ბაზაა, რად უნდათ ახალი ტრასა, რომ შემოგვივარდნენ?! - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, რითიც მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეიძლება საფრთხის შემცვლელი იყოს ქვეშეთი-კობის გზის ახალი პროექტი.

როგორც მან აღნიშნა, სჯობს ქვეყანამ რესურსები დახარჯოს დასავლეთ- აღმოსავლეთის დამაკავშირებელ გზაზე.

„ხაზარაძეს რომ არ ეთქვა არ ვიცოდით? დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული ბაზა გიდგას და რა მნიშნველობა აქვს?! იქიდან შემოვა რომ მოუნდება იმ ბაზიდან. გორიდან ვერ შემოვა? რად უნდა ახალი ტრასა, რომ შემოგივარდეს?! როცა 40 კილომეტრში დედაქალაქიდან გიდგას მათი ბაზა, რა მნიშვნელობა აქვს გაჭრიან თუ არა ახალ გზას ყაზბეგზე?! სჯობს რესურსი მოხმარდეს დასავლეთ -აღმოსავლეთის მაგისტრალს,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სახელმწიფომ დააფინანსა ნახევარ მილიარდად ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი. მისი თქმით, ეს არის ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ნახევარ მილიარდ დოლარს გამოყოფს ჩრდილოეთის გზისთვის, მაშინ, როცა გაცილებით მასშტაბური „ანაკლიის განვითარების პროექტისთვის“ 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე თქვა უარი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო