ლევან კობერიძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატების ცვლილებაზე სამსჯელოდ ღია ფორმატი გახსნას

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატების ცვლილებაზე სამსჯელოდ ღია ფორმატი გახსნას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების ფორმატების ცვლილება მოხდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ფორმატების გარკვეული ცვლილება მოხდეს, რადგან ვხედავთ, რომ ის ფორმატები, რაც დღეს გვაქვს, სამწუხაროდ, ვერ იძლევა არათუ შედეგს, არამედ ვერც პროგრესს. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ გაიხსნას დიალოგი ფორმატების ცვლილებასთან დაკავშირებით. ფორმატები უფრო მეტად ქმედითი უნდა გახდეს. პრეზიდენტს მოვუწოდებდი, რომ მასთან გაიხსნას პლატფორმა ამაზე სამსჯელოდ. თუ მას უნდა, რომ პოზიტიური როლი ითამაშოს ამ თემასთან დაკავშირებით, მას კონსტიტუციით განსაზღვრული აქვს სტატუსი იმდაგვარად, რომ შეუძლია სამსჯელოდ ღია პლატფორმები გახსნას,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020
ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ
"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსი კლინიკებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"სილქნეტი" აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში - დაფარვის ზონას დაემატა დუშეთი