ლევან კობერიძე - საკითხავია ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება "ქართული ოცნებისთვის" უკეთესი იქნება, თუ უარესი

ჯერ კიდევ საკითხავია ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ,,ქართული ოცნებისთვის" უკეთესი იქნება თუ უარესი, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდეს.

კობერიძის თქმით, მისი მმართველ გუნდში ყოფნის პერიოდში ივანიშვილის დამოკიდებულება ამ საკითხზე იყო ნეგატიური, თუმცა თუ ივანიშვილი პრემიერის პოსტზე დაბრუნდა, კობერიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" "რეიტინგზე" დადებითად აისახება თუ უარყოფითად, ცალსახად თქმა ძნელია.

"მაშინ, როდესაც მეც გუნდში ვიყავი და გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად დაბრუნებას სთავაზობდნენ, მისი დამოკიდებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით ყოველთვის ნეგატიური იყო. წინასაარჩევნოდ არც თუ ისე კარგი მდგომარეობა აქვს "ქართულ ოცნებას", მაგრამ დავუშვათ რაიმე მსგავს იდეაზე მსჯელობა მიდის გუნდის შიგნით, ჯერ კიდევ საკითხავია, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ,,ქართული ოცნებისთვის" უკეთესი იქნება თუ უარესი. ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა "ქართული ოცნების" მხრიდან, არ ცვლის არაფერს მოქალაქეებისთვის. გახარიამ რომ შეცვალა მამუკა ბახტაძე, რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალა მოსახლეობისთვის? გახარიას თუ შეცვლის ახლა არჩილ თალაკვაძე ან ბიძინა ივანიშვილი, რამე უკეთესობისკენ შეიცვლება მოსახლეობისთვის? ესაა ამოსავალი წერტილი და რაიმე ინტერესს არ წარმოადგენს, პიროვნულად ვინ იქნება. თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დაბრუნდება, ეს ,,ქართული ოცნების" რეიტინგისთვის კარგი იქნება თუ ცუდი, ერთმნიშვნელოვნად ცალსახა არ არის", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, წინა საარჩევნოდ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" ბაზაზე ახალი პარტია დაფუძნდეს.

"ვიცი, რომ საქართველოში ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს არ უნდა არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა". შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გაჩნდეს ახალი პარტია, მათ შორის ჩვენი ფრაქციის ბაზაზე, რომელიც უპასუხებს საზოგადოების მოთხოვნებს",- განაცხადა კობერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო