ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორი - ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დაცვის მხარეს გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდა

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს დაცვის მხარე უდავოდ სცნობდა, ის მაინც დაკითხეს.

„გამომძიებლის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდა დაცვის მხარეს. მიუხედავად აღნიშნულისა, დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ უდავოდ უნდა ყოფილიყო მიჩნეული მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ჩავთვალეთ, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა ყოფილიყო საგამოძიებო მოქმედების ირგვლივ. გამომძიებელმა დეტალურად ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რატომ ათვალიერებდა შემთხვევის ადგილს გვიან, გამოძიების თავისებურება ახსნა და ახსნა ის გარემოება, თამთა თოდაძის გამოკითხვა აუცილებელი იყო. როგორც გამომძიებელმა ისაუბრა, მას შემდეგ, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, გამოიკითხა თამთა თოდაძე, რის შემდეგაც მასთან ჩატარდა ტანისამოსის ამოღება, ამის შემდეგ თამთა თოდაძის მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ვინაიდან მისი მონაწილეობა აუცილებელი იყო. თუმცა, გამომძიებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილი დაცული იყო იმ პერიოდში, რა პერიოდშიც თამთა თოდაძესთან პოლიციაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა“, - განაცხადა იაკობიძემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 30 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა