დავით მათიკაშვილი - „ევრო ნაცები" სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, რომ მათ არა სამართლიანი, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღონ

„ევრო ნაცები" სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, რომ მათ არა სამართლიანი, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" მოწოდებას პროკურატურისადმი, რომ კლუბ "ბასიანთან" მომხდარი დანაშაულის კვალიფიკაციას გადახედოს.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციის ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება, როცა სისხლის სამართლებრივ საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდა.

"ოპოზიციის დღევანდელი რეაქცია არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ისინი სისხლის სამართლებრივ საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და არა - სამართლებრივს. სწორედ ამას მოუწოდებენ დღეს "ევრო ნაცები" სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ არა სამართლიანი, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. კვალიფიკაციის შეცვლის ან დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. გამოძიება მის ხელთ არსებული მასალებიდან გამომდინარე იღებს. ეს არის უშუალოდ გამოძიების პრეროგატივა, რადგან ის მტკიცებულებებს ეყრდნობა",- განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს