დავით ჭიჭინაძე - ვფიქრობ ივანიშვილი „ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება

ნაკლებად რეალური მგონია, ბიძინა ივანიშვილის ახლა პრემიერად მობრუნება, იმიტომ რომ საარჩევნო წელია. თუმცა ის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს და მომავალ პრემიერად და მომავალი პროგრამით წარსდგეს ხალხის წინაშე, უფრო ლოგიკური მგონია. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე ცნობით, გამარჯვების შემთხვევაშიც, სწორედ ივანიშვილს ექნება გარკვეული ლეგიტიმაცია - ხალხის მხარდაჭერა.

„ის მიდგომები, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს - კულუარულად მართვა - ეს დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დამარცხების შემთხვევაში, „ოცნების“ ბევრ პირველ პირს ალბათ პასუხისგება მოუწევს, რადგან კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება... ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

მოკლედ, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი დღეს პარტიის გაძლიერებით არის დაკავებული, იმიტომ რომ, არჩევნებს პარტია იგებს და ის ხვდება იმ ადამიანებს, ვინც შემდგომში „საარჩევნო ველზე“ უნდა იმუშაოს ინტენსიურად და ვისზეც ფიქრობენ, რომ „ ოცნების“ შემავსებელი ახალი სახეები გახდებიან.

გახარიას გადაყენების შემთხვევაში კი, ვფიქრობ პრემიერად უფრო ნეიტრალურ ფიგურას დანიშნავს, საარჩევნო სიასთან, გუნდთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიები რომ არ წააყენოს.

ასე რომ, საარჩევნოდ, შიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ, ყველა ხვდება, მხარდაჭერა ისეთი აღარ არის, როგორიც თუნდაც 2016 წელს. ამიტომ კვოტებზე და მაჟორიტარებზე „ბრძოლა“ იქნება, გახარია კი დღეს მარტოა დატოვებული“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა