დავით ჭიჭინაძე - რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება - კულუარული მართვა, კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება, აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის

პარტია „ტრიბუნის“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ის რაც დღეს „ქართულ ოცნებაში“ ხდება - კულუარული მართვა, კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება, აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.

ჭიჭინაძის თქმით, დანაშაულის ჩამდენს პასუხისგება მოუწევს.

„ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელისთვის დაწესებული სანქცია კი, გაფრთხილებაა სხვა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, ვისი მოღვაწეობაც დანაშაულის შემცველია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე აფრიკული ქვეყნის პირველ პირი იქნება ეს, თუ ევროპული ქვეყნის. ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის ხელისუფლებაში, პირველი პირი იქნება თუ მინისტრი, უნდა იცოდეს კარგად, რომ ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ცივილიზებული სამყარო დაუწესებს სანქციებს და ეს არა ერთხელ გვინახავს.

რაც შეეხება კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“, ის რაც დღეს იქ ხდება - კულუარული მართვა, კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება - ეს აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის. დამარცხების შემთხვევაში კი, ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს სათავეშია, ალბათ პასუხისმგებლობის წინაშე დადგება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს