ბორის ჯონსონმა შოტლანდიის პირველ მინისტრს შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უთხრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შოტლანდიის პირველ მინისტრს, ნიკოლა სტარჯონს შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ მე-2 რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უთხრა.

„2014 წლის რეფერენდუმის დროს შოტლანდიელებმა დიდი ბრიტანეთის ერთიანობას დაუჭირეს მხარი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიელი ხალხის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, შესაბისად, მეორე რეფერენდუმის ჩატარების ნებართვას ვერ მოგცემთ“,-განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „შოტლანდიის ევროპულმა პარტიამ“ 56-დან 48 მანდატი მოიპოვა, რის შემდეგაც სტარჯონმა ჯონსონს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება სთხოვა.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2014 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც შოტლანდიელთა 55%-მა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა