რადამ ირანს უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ირანს სრული პასუხისმგებლობა დააკისრა თეირანში „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფაზე. გადაწყვეტილებას 368 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინელი კანონმდებლები ირანისგან მოითხოვენ, უზრუნველყოს გამჭვირვალე გამოძიება და მოუწოდებენ ქვეყნებს, გამოიმუშაონ მთელი რიგი წესები, რომლებიც მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან არიდებას უზრუნველყოფენ.

უმაღლესი რადას განცხადებაში მოწოდებულია, გაძლიერდეს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკებების პოზიცია ირანის მხრიდან სრული იურიდიული პასუხისმგებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. საუბარია არა მხოლოდ ოფიციალურ ბოდიშზე, არამედ ყველა დაზარალებულისთვის კომპენსაციის გაცემაზე.

8 იანვარს თეირანის დედაქალაქში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომელიც „უკრაინის ავიახაზებს“ ეკუთვნოდა. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს